ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში დასკვნითი ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენასთან დაკავშირებით BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის დასკვნითი ტრენინგი ჩატარდა, რითაც პროექტი დასასრულის ფაზას მიუახლოვდა. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო შემდეგი ძირითადი მოდულები: ევროკავშირის მმართველი ინსტიტუტები და მათი ურთიერთდაქვემდებარება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება.

მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე.

„აღნიშნული პროექტის მიზანია შრომის ბაზრის განვითარებისა და ბიზნეს სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დაგეგმონ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობას. მადლობას ვუხდით ჩვენს დანიელ პარტნიორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს