მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველმა კომიტეტმა 2026 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მმართველმა კომიტეტმა მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გეგმა მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას, არსებული ტენდენციების შესაბამის რეაგირებას და საერთაშორისო სტანდარტებთან, საუკეთესო პრაქტიკასთან თანხვედრას.

„კომიტეტის წევრების შეხვედრის ფარგლებში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული ძირითადი ტენდენციები, მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები მიმოიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების განვითარების საჭიროებებზე, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაზე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და სხვადასხვა სექტორში რეგულირების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. ასევე, აღინიშნა უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა.

სტრატეგიის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებები - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე