ვოლოდიმირ ზელენსკი - შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს

შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინა შეთანხმებას რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს ან შესაძლოა, დასამტკიცებლად საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატაროს. ასევე, შესაძლოა, უკრაინამ რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას არ ითვალისწინებს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ აშშ ამის გაკეთებას გეგმავს.

„გვესმის, რომ ომის დასრულების შემდეგ ამერიკა სანქციების თანდათანობით მოხსნას დაიწყებს. აქ კითხვა იმაშია, თუ რამდენად ძლიერები იქნებიან ევროპელები, რადგან ევროპული სანქციებიც არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს