კახა კალაძე - რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს

რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ჯანსაღ ოპონირებას მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს ძალა დღეს საქართველოს არ გააჩნია.

„რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი. იმისთვის რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში, მნიშვნელოვანია ოპოზიციის არსებობა. დღეს ჩვენ გვყავს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ არ აინტერესებთ ქვეყანა, მზად არიან, მის წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ღალატობდნენ ქვეყანას, ამის არაერთი მაგალითია - ის, რომ ვიზალიბერალიზაციაზე ხელი არ მოგვეწერა, ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამით ამაყობდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა