„ამბასადორი აილენდის“ მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს - მიწის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია - ტერიტორიის 26 ჰა მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია.

„ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ - შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ 26 ჰა ტერიტორია, სადაც დაწყებულია ამბასადორის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრს, ბუტიკურ მაღაზიებს, ვერტოდრომს და სხვა მრავალ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, რომელიც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის არის შექმნილი. ამ დროისათვის კომპანიას შავ ზღვაში გაშენებული აქვს 48 ჰა ტერიტორია, რომელიც იანვარში უკვე ექსპლუატაციაში გვექნება მიღებული. მომავალ წელს ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაც დაიწყება,”- აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, მისი განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს. ღია, საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ეს ზუსტად ის ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!