ადვოკატი - გელა ხასაიას საქმეზე ორი მთავარი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს - სამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერები კი, რომლებიც ახსნიდა მომხდარს და დაადასტურებდა ხასაიას უდანაშაულობას, განზრახ განადგურებულია

გელა ხასაიას საქმეზე ორი მთავარი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს - ამასთან, ფაქტობრივად, სამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ახსნიდა მომხდარ შემთხვევას და დაადასტურებდა ხასაიას უდანაშაულობას, განზრახ და მიზანმიმართულად განადგურებულია,- ამის შესახებ ბრალდებულ გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, ხასაიას საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ "ორი მთავარი ე.წ. მოწმე" აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას სხვადასხვა დროს აწვდიდა ან ცრუ ან დაუზუსტებელ ინფორმაციას.

„ორი მთავარი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს. ფიზიკურად შეუძლებელია ორივეს ერთდროულად ჰქონოდა ადგილი, რადგანაც გამორიცხულია მოვლენათა თანმიმდევრობა და არასწორად აღწერენ ერთმანეთთან ურთიერთკავშირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის. ამაზე უფრო ტრაგიკული და სევდიანი არის ის, რომ გამოძიებას რეაგირება არცერთ შემთხვევაში მოუხდენია. ბუნებრივია სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას აღნიშნული ორივე ჩვენება გაიზიაროს და მას დააყრდნოს გადაწყვეტილება. დღეს გამომძიებლების ჩვენებებით, ჩვენ შევძელით დადასტურება, რომ წარმოდგენილ მოწმეთაგან მათ მიერ მიცემულ ჩვენებაში სანდო არცერთი არ არის. ასევე ორივე მოწმის ჩვენება აღებული ერთად და ცალ-ცალკე, არ ემთხვევა და პირიქით, ეწინააღმდეგება გამოკვლეულ და გამოსაკვლევ ვიდეომასალებს წარმოდგენილ საქმეზე.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ნაჩვენებია და დადასტურებულია სასამართლოს წინაშე, რომ გამოძიება ჯერ კიდევ 4 სექტემბერს გვთხოვდა ყველა საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ დაეიდენტიფიცირებინა ვიდეოკამერები და შესაბამისად, გამოეთხოვა ჩანაწერები, მაგრამ ზუსტად იმ მიზნით, რომ ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც გამორიცხავდა გელა ხასაიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, გამოთხოვილ იქნა ერთი თვის შემდეგ. ეს უკვე შესაძლებელს გახდიდა დამალულიყო ადგილზე მომხდარი მოვლენათა თანმიმდევრობა. ამასთან, გელა ხასაია დაკავებული იქნა ერთი თვის შემდეგ, რომ ასევე დაცვის მხარეს არ გვქონოდა საშუალება გამოგვეთხოვა ვიდეო - კამერის ჩანაწერები. ფაქტობრივად, სამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ახსნიდა მომხდარ შემთხვევას და დაადასტურებდა ხასაიას უდანაშაულობას განზრახ და მიზანმიმართულად განადგურებულია.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გელა ხასაიას საქმეზე დღეს გამომძიებლებმა სასამართლოს ვერ მისცეს სარწმუნო ჩვენება იმ ნაწილში, თუ რა ვითარებაში მოხდა გელა ხასაიას დაკავება",- განახადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურა პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრს, გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე