მიხეილ სააკაშვილი - ქსელური მაღაზიები თავისუფალ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი - როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით

ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი - როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

„ქსელური მაღაზიები თავისუფალ, არაკორუმპირებულ ეკონომიკაში დაინტერესებულები არიან გაყიდონ მაქსიმალურად იაფად და ბევრი.

ხოლო როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით.

ამ გარიგებაში მონაწილეობს ასევე, იმპორტიორთა კარტელი, საბაჟო გადასახადი და ასე დგინდება სპეციალური ფასები და ხდება ფულის გადანაწილება“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი