„ძლიერი საქართველო - ლელო“ ქედაში, სოფელ ცხმორისში, უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთის დაწვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ქედაში, სოფელ ცხმორისში, ისტორიული, უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელოს" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოალიციის წევრები, მათ შორის, ქედის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ შარაბიძე, ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.

„შესაბამისმა ორგანოებმა საქმე დროულად უნდა გამოიძიონ და ხანძრის გამომწვევი მიზეზები მოკლე დროში უნდა დაადგინონ. რაც შეეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს - ის ვალდებულია მსგავსი ობიექტებზე ზედამხედველობაზე რეალური პასუხისმგებლობა აიღოს და ტექნიკური უსაფრთხოება უზრუნველყოს. მთიან აჭარაში, წელს ეს უკვე მეორე ისტორიული მეჩეთია, რომელიც ხანძარს შეეწირა“, - განაცხადა ჯამბულ შარაბიძემ.

„ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში აშენდა. რაც შეეხება ხულოში სოფელ საციხურის მეჩეთს - ის მიმდინარე წლის მარტში დაიწვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს