საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.

„შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას. მოსწავლეებს პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს