საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“პროკურორმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას მოსდევს.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა სამართლებრივ შეკითხვაზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს