ვასილ ურუშაძე - უსამართლო ფასები ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - კარტელური გარიგება და მონოპოლია სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა

გაზრდილი ფასი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა უსამართლო ფასები, რომელიც დღეს საქართველოშია, პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტი-კორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასილ ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც სურსათზე გაზრდილ ფასებს შეეხებოდა.

ურუშაძის თქმით, ისრების გადატანა იმპორტიორებზე, დისტრიბუტორებზე და ქსელურ მარკეტებზე არასერიოზულია, რადგან ფასთა მდგენელი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და ერთ-ერთი არის სახელმწიფო პოლიტიკა საგადასახადო ნაწილში.

„სანამ პრემიერ-მინისტრი ფასების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, ჩვენ არაერთი წელია, უკვე ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ, გვქონდა კონკრეტული საარჩევნო დაპირება, კონკრეტული დაპირება.

როდესაც ლევან ხაბეიშვილი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, გვახსოვს, რომ პარლამენტში ქილიკითა და ცინიზმით მიუთითებდნენ, რომ მან ბაზარში სიარული დაიწყო და აგდებულად საუბრობდნენ იმ კამპანიაზე, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ძალიან პროფესიონალურ დონეზე აწარმოებდა. ის ბაზარში დადიოდა და საუბრობდა იმ პრობლემაზე, რომელიც გაზრდილ ფასებს უკავშირდებოდა.

გაზრდილი ფასი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა უსამართლო ფასები, რომელიც დღეს საქართველოშია, პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

დღეს ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება. ეს რომ ყოფილიყო ოპოზიციური ლიდერის განცხადება, იქნებოდა კარგი, მაგრამ არაკომპეტენტური განცხადება. არაკომპეტენტური იმიტომ, რომ ბევრი საკითხი, რომელსაც ის შეეხო, რეალობას არის აცდენილი. შეიძლება ოპოზიციის ლიდერმა, არაინფორმირებულობიდან გამომდინარე, არაკომპეტენტური განცხადება გააკეთოს, მაგრამ როდესაც ხარ პრემიერ-მინისტრი, ისრების გადატანა იმპორტიორებზე, დისტრიბუტორებზე და ქსელურ მარკეტებზე არასერიოზულია იმიტომ, რომ ეს ფასთა მდგენელი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და ერთ-ერთი არის სახელმწიფო პოლიტიკა საგადასახადო ნაწილში და ბევრი სხვა რეგულაცია. ნებისმიერი ხელისუფლებისგან ჩარევა პირდაპირ აისახება ფასის წარმოქმნაზე და ის, რომ დღეს არსებობს კარტელური გარიგება და არის მონოპოლიები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით წლებია, ვსაუბრობთ და ეს მონოპოლიები სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა.

ავიღოთ ნებისმიერი სადისტრიბუციო კომპანია და ქსელური მარკეტები, ერთეულების გამოკლებით, ნებისმიერი მათგანის დამფუძნებელი თითქმის ყველა შემთხვევაში არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, თან ეს შემოწირულებები არ არის 2 ათასი და 10 ათასი ლარი, ეს არის 60 ათასი, 120 ათასი ლარი და ა.შ. ანუ თუ ეს კომპანიები, რომელი კომპანიებიც ბაზარზე ოპერირებენ და აქვთ წარმატება, რასაც აღნიშნავდა ირაკლი კობახიძე, ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩანს პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი. ეს არ არის ახალი, წლების განმავლობაში ეს კომპანიები ახდენდნენ კომერციულ საქმიანობას, რომელიც ნეგატიურად აისახება პროდუქციის ფასზე, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან „მფარველობის“ სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე