ირაკლი კობახიძე - „საქართველოს რკინიგზის" მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტით მნიშვნელოვნად გაიზარდა გამტარუნარიანობა - შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ ეკონომიკას

„საქართველოს რკინიგზის" მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა - ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება, ეს არის მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული რკინიგზა დღეს გადადის ახალ ეტაპზე, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას.

დღეს ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას აღვნიშნავთ - „საქართველოს რკინიგზის" მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება. ეს არის მკაფიო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

რკინიგზა ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი საყრდენი. საქართველოს ახალი ხვალინდელი დღის შესაქმნელად მუხლჩაუხრელად მუშაობს 10 000-ზე მეტი რკინიგზელი. 1872 წელს დაფუძნებული ქართული რკინიგზა დღეს, 153 წლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადადის - ეტაპზე, რომელიც პასუხობს XXI საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები: აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, 100-ზე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ლიანდაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, რაც თანამედროვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულა.

ამ პროექტის დასრულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, შემცირდა საოპერაციო ხარჯები, გაძლიერდა უსაფრთხოება და გაუმჯობესდა მგზავრთა კომფორტი. ჩვენ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ ეკონომიკას", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება.

„აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება“ - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.

„დღევანდელი დღე არის თქვენი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. სწორედ ასეთ პროექტებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე