პრემიერი - რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას - ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში

მსოფლიო დღეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესშია. იცვლება მიწოდების ჯაჭვები, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს მთავრობის ინიციატივები, ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს.

შუა დერეფანი წარმოადგენს არა უბრალოდ ალტერნატიულ გზას, არამედ ახალ სტანდარტს ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუცვლელ რგოლად - ქვეყანად, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას.

რკინიგზის მოდერნიზაცია სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ის აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ქმნის მყარ საფუძველს იმ მზარდი სავაჭრო ნაკადების მისაღებად, რომლებიც მომავალ წლებში ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი