კიევში სკვერს „ქართული ლეგიონის“ სახელი მიენიჭა

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, კიევში სკვერს „ქართული ლეგიონის“ სახელი მიენიჭა.

ის მადლობას უხდის კიევის მერს და საქალაქო საბჭოს, რომელმაც გადაწყვეტილება „ერთხმად მიიღო“.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის პატივსაცემად.

მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, ასევე კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული — „წინააღმდეგ“ არც ერთი ხმა არ ყოფილა.

ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობდა, და ყველას, ვინც პატივი მიაგო ქართველი ლეგიონის მებრძოლებს.

ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს სკვერი მდებარეობს ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩაზე — ადამიანის, რომელსაც გულწრფელად უყვარდა უკრაინა.

ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შეძელით და დავწერეთ საკუთარი - თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი - გვერდი უკრაინის ისტორიაში და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში.

ქართველი მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ.

გმადლობთ. ეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე და ღრმად სიმბოლური მოვლენაა”, - წერს მამულაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს