აშშ-ში მილიონზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან იყოს დაკავშირებული

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, აღმოჩენილია მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან, რის გამოც დოკუმენტების სრული გამოქვეყნება კვირებით გადაიდო, - ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.

უწყებამ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ნიუ-იორკში აშშ-ის პროკურატურამ აღმოაჩინეს მილიონზე მეტი დამატებითი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, ეპშტეინთან იყოს დაკავშირებული.

„ადვოკატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა განიხილონ და შეიტანონ კანონით გათვალისწინებული რედაქტირება მსხვერპლთა დასაცავად და დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა და დასძინა, რომ „მასალის დიდი მოცულობის გამო, ამ პროცესს შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდეს“.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ გასულ თვეში მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს