ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს

ტერაბანკსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "ფინანსური სერვისები" რეალურ სამუშაო გარემოში კოოპერაციული სწავლების ფორმატით განხორციელებაა.

მემორანდუმის ფარგლებში ტერაბანკი განსაზღვრული მოდულების პრაქტიკულ ნაწილში კოოპერაციული სწავლების რეალურ გარემოში ეფექტიანად წარმართვის მიზნით კი საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სასწავლო რესურსებს, ამავდროულად, პროფესიული სტუდენტების სწავლებასა და შეფასებას უზრუნველყოფს.

განათლების მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ახალგაზრდებისთვის მეტი პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნისა და პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს