Spotlight-ზე „საქართველოს ბანკის“ კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.

ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, „საქართველოს ბანკის“ კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაშისაუბრობდა.

სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას.

ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ „საქართველოს ბანკის“ მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.

“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, „საქართველოს ბანკის“ გუნდის გამოცდილება.

„საქართველოს ბანკისთვის“ YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, „საქართველოს ბანკის“ კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს