ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კახეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაცია ყვარლის ტბის რეზორტი, სტუმრებს ნამდვილ საახალწლო ზღაპარს ჰპირდება. თოვლით დაფარული კავკასიონის ხედები და სადღესასწაულო განწყობა ყვარელს ამ პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თუ 2026 წლის შესახვედრად ეძებთ ადგილს, სადაც საახალწლო ტრადიციები, ცოცხალი მუსიკა და მაღალი სტანდარტის სერვისი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი, ყვარლის ტბა საუკეთესო არჩევანია.

სადღესასწაულო პროგრამა და გამორჩეული სტუმართმასპინძლობა
ყვარლის ტბის რეზორტმა წელს განსაკუთრებული საზეიმო პროგრამა მოამზადა, რომელიც 31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაგრძელდება. ახალი წლის ღამეს სტუმრების განწყობაზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი ,,33ა” იზრუნებს, რაც ამ დღეს მუსიკალურად მრავალფეროვან და დასამახსოვრებელ საღამოდ აქცევს. LIVE შესრულებით წარდგებიან ეკო და გიორგი, საღამოს კი დრამერების შოუ და DJ დააგვირგვინებს. აქტივობები დაგეგმილია პატარა სტუმრებისთვისაც - სახის მოხატვა, თოვლის ბაბუას სტუმრობა და სიმბოლური საჩუქრები ბავშვებისთვის ჯადოსნურ გარემოს შექმნის.
ზეიმი 1 იანვარს საზეიმო ბრანჩით გაგრძელდება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი კერძები და სასიამოვნო სიურპრიზები დახვდებათ. ბედობის ღამეს რეზორტი განსაკუთრებული ენერგიით შეხვდება - სცენაზე ელენე კალანდაძე და ბენდი „ნიუტონი’’ წარდგება და სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს.
საახალწლო პაკეტის ღირებულება $950-დან $1050-მდე მერყეობს და ის მოიცავს 2 ღამით განთავსებას ორ ადამიანზე, სრულ კვებას (საუზმე, ბრანჩი, საახალწლო და სადღესასწაულო ვახშმები) და ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას. რეზორტი განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს ოჯახებს - 6 წლამდე ბავშვების განთავსება უფასოა, ხოლო 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს.

ადგილი სრული რელაქსაციისთვის: ნომრების მრავალფეროვანი არჩევანი
ყვარლის ტბის რეზორტი, რომელიც 2024 წელს სრულად განახლდა, სტუმრებს ორ გამორჩეულ - ქართულ და ევროპულ კორპუსს სთავაზობს. უმაღლესი სტანდარტის 100 ნომერი აქ ისეა დაპროექტებული, რომ თითოეულმა სტუმარმა თავისი იდეალური გარემო იპოვოს. ქართულ კორპუსში დახვეწილი სტანდარტული და სუპერიორის ტიპის ნომრები დაგხვდებათ, ხოლო მათთვის, ვინც განსაკუთრებულ კომფორტს ანიჭებს უპირატესობას, ევროპული შენობა დელუქსებს, ჯუნიორ სუიტებსა და ტერასიან სუიტებს აერთიანებს, რომელთა შორისაც გამორჩეულია საპრეზიდენტო ნომერი.
რეზორტის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი პანორამული ხედებია, რომლებიც ფართო ვიტრაჟებიდან ყვარლის ტბაზე, ალაზნის ველის უკიდეგანო სივრცეებსა და კავკასიონის მთებზე იშლება. აქ თითოეული დეტალი, თანამედროვე დიზაინიდან დაწყებული უახლესი ინვენტარით დასრულებული, ემსახურება ერთ მიზანს, რომ დამსვენებლებს ზამთრის ცივ დღეებში სრული რელაქსაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეუქმნას.
ახალი წლის დაუვიწყარი დასაწყისი
ახალი წლის შეხვედრა ყოველთვის განახლებისა და პოზიტიური მოლოდინების სიმბოლოა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მომენტი, თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად, გამორჩეულ გარემოში გაატაროთ. ყვარლის ტბის რეზორტი სწორედ ის ადგილია, სადაც თითოეული დეტალი, ნიაზ დიასამიძის ჰანგებიდან დაწყებული, ალაზნის ველის პანორამული ხედებით დასრულებული, ერთიან, ამაღლებულ განწყობას ქმნის. აქაური ატმოსფერო საუკეთესო საშუალებაა, თავი დააღწიოთ ყოველდღიურ რუტინას და 2026 წელს ახალი ენერგიითა და შთაგონებით შეეგებოთ.
გახსოვდეთ, დაუვიწყარი სადღესასწაულო შთაბეჭდილებების საფუძველი ყოველთვის ის სივრცეა, რომელსაც დღესასწაულის გასატარებლად ვირჩევთ. ეწვიეთ კახეთის ამ გამორჩეულ ადგილს და აქციეთ წლის პირველი დღეები სიმშვიდის, მაღალი სტანდარტის მომსახურებისა და პრემიუმკლასის დასვენების ჰარმონიულ გამოცდილებად. აქ თითოეული დეტალი თქვენს კომფორტზეა მორგებული, რათა ყვარელში გატარებული დრო იმ ძვირფას კადრებად დაგჩეთ, რომლებსაც 2026 წლის საუკეთესო მოგონებებს დაარქმევთ.
(R)