რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერმა კვლავ შეუტია ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა“, - აღნიშნა კიპერმა.

თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს.

გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს