თამარ კეკენაძე - „ოცნება“ კორუფციული და კლანური გარჩევების პარალელურად, საკუთარი ამომრჩევლისთვის, მორიგ ჯერზე იწყებს „სტატისტიკური ილუზიით“ რეალობის გაყალბების კამპანიას

„ოცნება“ კორუფციული და კლანური გარჩევების პარალელურად, საკუთარი ამომრჩევლისთვის, მორიგ ჯერზე იწყებს „სტატისტიკური ილუზიით“ რეალობის გაყალბების კამპანიას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თამარ კეკენაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კორუფციას მხოლოდ კანონების სიმრავლე და ფორმალური რეგულაციები არ ამცირებს, თუ დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და რეალური პოლიტიკური ანგარიშვალდებულება არ არსებობს.

„პროპაგანდაში დაკარგულები: „ოცნება“ კორუფციული და კლანური გარჩევების პარალელურად, საკუთარი ამომრჩევლისთვის, მორიგ ჯერზე იწყებს „სტატისტიკური ილუზიით“ რეალობის გაყალბების კამპანიას.

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიში არ აფასებს რეალურ კორუფციას ან მისი არსებობის დონეს საქართველოში. იგი ზომავს მხოლოდ კანონმდებლობის ფორმალურ ჩარჩოს, ანუ რამდენად სრულად არის გაწერილი წესები საჯარო ანგარიშვალდებულების სფეროში.

ეს ნიშნავს, რომ ანგარიში პასუხობს კითხვას: „რა წერია კანონში?“ და არა კითხვას: „როგორ მუშაობს ეს კანონები პრაქტიკაში?“

სწორედ ამას უსვამს ხაზს თავად კვლევა, კანონების სიმრავლე და ფორმალური რეგულაციები ავტომატურად არ ნიშნავს კორუფციის შემცირებას, თუ არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და რეალური პოლიტიკური ანგარიშვალდებულება.

ჩვენი მეგობრების შეფასებები დღეს საქართველოს მიმართ სწორედ პრაქტიკულ უკუსვლაზე, ინსტიტუციურ მიტაცებასა და პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს და არა ქაღალდზე კარგად დაწერილ კანონებზე“,- წერს თამარ კეკენაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა