თენგიზ შარმანაშვილი - აშშ-ის მიერ ევროპელების დასანქცირებას მივესალმები - თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ

აშშ-ის მიერ ევროპელების დასანქცირებას მივესალმები - თავის ტყავზე გამოცადონ ის, რასაც სხვებს უკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპელები თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ და აშშ-ის გადაწყვეტილება მათ ბუმერანგივით მიუბრუნდათ.

„ეს არის ბუმერანგის ამბავი. როდესაც შენ ახალისებ, ან თავად აკეთებ რამე ისეთს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. როდესაც პარლამენტს იღებენ და ცეცხლს უჩენენ და მეუბნები, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ შენს ქვეყანაშიც გამოჩნდება ხალხი, ვინც შენს ქვეყანაში იმავეს გააკეთებს და ამას გამოხატვის თავისუფლებას დაარქმევს. იგივე არის აქაც, როდესაც შენ უხეშად ერევი სხვის საქმეებში და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ზღუდავ სხვების სუვერენიტეტს, ასანქცირებ ადამიანებს. მეც ვარ ერთ-ერთი ქვეყნის მიერ დასანქცირებული. საერთოდ, რაღაც ელემენტარული პროცედურა ხომ მაინც უნდა არსებობდეს, რომ კითხვა დაგისვან, ამაზე რას ფიქრობ. უბრალოდ, დილით ცუდად გაიღვიძა კაია კალასის სამშობლომ და თქვა, რომ ასე უნდა გავაკეთო. არგუმენტები არ აქვთ და ასე აკეთებენ. არგუმენტები რომ ჰქონდეთ, ჩვეულებრივად, სამართლებრივ პროცედურებს გაჰყვებოდნენ. ოლიმპიურ ჩემპიონთან რა საქმე აქვს ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებს, ვინც დაასანქცირა?! დეპუტატი სხვაც არის, რაღა ამ ოლიმპიურ ჩემპიონს ეცნენ?! ყველაზე უფრო უფრო დიდი დამნაშავე არის "დემოკრატიის უკუსვლისა"?! ამიტომ გეუბნებით, სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და მივესალმები ამას. თავის ტყავზე გამოცადონ ის, რასაც სხვებს უკეთებენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს