Silk ბანკში სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 80 000 ლარამდე გაიზარდა

Silk ბანკი მომხმარებლებს მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს: სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი გაიზარდა და ამიერიდან 80 000 ლარს შეადგენს. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ფინანსური რესურსების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას მათთვის, ვისაც სურთ პირობების გაუმჯობესება ან სხვადასხვა ბანკში არსებული ვალდებულებების გაერთიანება (რეფინანსირება) ყოველთვიური გადასახადის შესამცირებლად.

სრულად დისტანციური მომსახურება

Silk ბანკის ახალი შეთავაზება მთლიანად მორგებულია თანამედროვე ტემპს. სესხის აღება შესაძლებელია ბანკში ვიზიტისა და დამღლელი პროცედურების გარეშე, Silk მობაილბანკის მეშვეობით.

Silk ბანკმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად შეამციროს ბიუროკრატიული ბარიერები:

  • არ არის საჭირო სხვა ბანკებიდან ამონაწერების წარდგენა
  • არ მოითხოვება სამუშაო გარემოს ამსახველი დოკუმენტაცია
  • სესხი დამტკიცდება მხოლოდ პირადი მონაცემების საფუძველზე

განსაკუთრებული პირობები სილქნეტის აბონენტებისთვის

კომპანია განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს სილქნეტის მომხმარებლებს. მათთვის პროცესი სრულად ავტომატიზებულია — 5000 ლარამდე სესხის მიღება, სულ რაღაც, 3 წუთშია შესაძლებელი.

გამჭვირვალობა „ფარული ხარჯების“ გარეშე

Silk ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გულწრფელობა და გამჭვირვალობაა. სესხის აღებისას მომხმარებელი დაზღვეულია მოულოდნელი დანახარჯებისგან, რადგან ბანკთან ურთიერთობის მთლიანი პროცესი სრულად გამჭვირვალეა და მომხმარებელს ბუნდოვანება არ რჩება. კლიენტი პროცესის დასაწყისშივე ხედავს, რა პირობით იღებს თანხას და რა იქნება მისი საბოლოო ღირებულება.

ხელმისაწვდომობა თვითდასაქმებულებისა და ფრილანსერებისთვის

Silk ბანკი აფართოებს ფინანსურ წვდომას იმ სეგმენტისთვის, რომელიც ხშირად აწყდება სირთულეებს ტრადიციულ საბანკო სექტორში. საუბარია თვითდასაქმებულებსა და ფრილანსერებზე, რომლებსაც შემოსავალი, ხელფასის დანიშნულების ნაცვლად, ერიცხებათ პირადი ჩარიცხვის, მომსახურების ანაზღაურების ან თუნდაც ქეშის სახით. შესაბამისად, ბანკები მათ შემოსავალს ოფიციალურად არ აღიქვამენ. Silk ბანკის მოქნილი მიდგომა კი მათ საშუალებას აძლევს, მარტივად ისარგებლონ საკრედიტო პროდუქტებით.

დაზოგილი დრო და რაციონალური გადაწყვეტილება

Silk ბანკი ასევე გაძლევს შესაძლებლობას, მობაილბანკის გადმოწერამდე და სესხის მოთხოვნამდე წინასწარ შეამოწმო შენი საკრედიტო შესაძლებლობა და მხოლოდ ლიმიტის დადასტურების შემდეგ მოითხოვო შენთვის სასურველი საკრედიტო პროდუქტი Silk მობაილბანკიდან. ეს პროცესი კი მნიშვნელოვნად დაგაზოგვინებს დროს და გადაწყვეტილებას ბევრად უფრო რაციონალურს გახდის.

როგორ ისარგებლოთ? გადმოწერე Silk მობაილბანკი, გაიარე რეგისტრაცია და შეავსე მარტივი განაცხადი შენთვის სასურველ დროსა და ადგილას.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა