გია ვოლსკი - არავითარ ბიზნესის რეპრესიაზე არაა ლაპარაკი - თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი

არავითარ ბიზნესის რეპრესიაზე არაა ლაპარაკი - თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის არანაირი პოზიტივი არაა მისაღები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან.

„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია ეს რეპრესია. 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე აქ ლაპარაკი არ არის. თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ "რევოლუციურ კომიტეტში". რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი, გინდა ევროპული კვლევების, გინდა მსოფლიო ბანკის კვლევები, მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არადა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი