კახა კალაძე - მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისებისკენ მიემართებოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ის USAID-ის გაუქმებაზე საუბრობს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მარკო რუბიოს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში USAID-ის გავლით შემოსული თანხები კითხვის ნიშანს აჩენს.

„კითხვის ნიშანი არც უნდა დავსვათ - ეს თანხები, რომელიც საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემოდიოდა, გამჭვირვალე იყო თუ გაუმჭვირვალე. დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რას ხმარდებოდა. მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად და ასე იფუთებოდა. რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისების, პოლარიზაციის გაღვივების, საზოგადოების გახლეჩის დასაფინანსებლად იყო მიმართული.

სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, რომ როგორც სახელმწიფომ, ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თანხები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით შემოდის, რა მიმართულებით იხარჯება. რუბიოს განცხადებაც ამაზე მეტყველებს, რომ თანხები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 2025 წლის შეჯამებისას აღნიშნა: „ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს