კახა კალაძე ევროკომისიის შეფასებაზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით - არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება, როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ, მაშინ როგორ იყო საქმე?! - ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს

არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება - როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე?! გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებაზე ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს და მარტივი გასარჩევია მტერი და მოყვარე.

„თუნდაც საქართველოსთან მიმართებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. მაშინ რა გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს – ის, რაც, ზოგად კონტექსტში ვამბობ, მათთვის მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ – მოყვარე და კეთილის მსურველი. ძალიან მარტივი გასარჩევია დღეს, მით უმეტეს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება „მკაცრად დაგმო“ ევროკომისიამ და შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში