საკუთარი ბებიის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინდა - დანაშაული 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საქართველოს პროკურატურამ საკუთარი ბებიის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მისი ბებია და მოკვლის მუქარით საზღვარგარეთ მყოფი მეუღლის მასთან მიყვანას ითხოვდა.

სამართალდამცველებმა დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად დაზარალებული უვნებლად გაათავისუფლეს, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება, დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს