კახა კალაძე - კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში - მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა

კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდეციების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა.

„ზოგადად კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ძალიან მიხარია, რომ ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა. საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველა საერთაშორისო სტატისტიკა და კვლევები, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სამართლიანია, მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ახორციელებს რეფორმებს და დგამს სწორ ნაბიჯებს“, - განაცხადა კახა კალაძე.

რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის მიზეზი ის მითითებებია, „რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა“.

„არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს კრიტიკა და რა არის ამის მთავარი მიზეზი - ის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი ბრძანებები, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება; მეორე - ეს არის მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც არ გავითვალისწინეთ იმიტომ, რომ დამაგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმ ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც შრომობენ, მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცედ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა. ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვისმენთ კრიტიკას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი