ირაკლი კობახიძე - ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა და განმტკიცება

ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო წელს ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა და განმტკიცება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს ელჩებთან, მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ელჩების კონფერენციის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს არის ზოგადად ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, მაქსიმალურად განმტკიცება. გამოწვევები რჩება ძალიან ბევრი საგარეო ასპარეზზე, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, შესაძლებელია ყველა გამოწვევის დაძლევა და რაც მთავარია, შესაძლებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს მომავალ წელს გლობალურად.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი