ირაკლი კობახიძე - „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ - ევროკავშირი, რასაც აკეთებდა, როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით

„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ - ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებაზე ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროკავშირს არასწორი პრაქტიკა უკან მიუბრუნდა.

„ასეთი გამონათქვამია - „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა ევროკავშირს უკან მიუბრუნდა. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა. როდესაც ჩვენ ვისმენდით ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ესეც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება „მკაცრად დაგმო“ ევროკომისიამ და შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს