ირაკლი კობახიძე - რასაც ვამბობდით წლების მანძილზე, იყო სრული ჭეშმარიტება - USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში

რასაც ჩვენ ვამბობდით წლების მანძილზე, ეს იყო სრული ჭეშმარიტება - USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი თავად საუბრობს ამაზე, რომელიც მსგავსი ტიპის პროექტებს აფინანსებდა.

“ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ. რასაც ვამბობდით ამდენი წლის განმავლობაში და რასაც უწოდებდნენ პრო-რუსულ განცხადებებს და ა.შ. დღეს საუბრობს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავად აფინანსებდა ასეთ პროექტებს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ცხადი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება - USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 2025 წლის შეჯამებისას აღნიშნა: „ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს