პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები საქართველოში ამანათით გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მიღებას ცდილობდნენ, რომელიც 4 ცალ პოლიმერულ მასალის ბოთლში იყო მოთავსებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები საქართველოში ამანათით გამოგზავნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 184,5 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემცველი ხსნარის მიღებას ცდილობდნენ, რომელიც 4 ცალ პოლიმერულ მასალის ბოთლში იყო მოთავსებული.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ასევე ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 5.057697 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემცველი ფხვიერი ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის მცდელობა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ,,დ’’ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა