მაკა ბოჭორიშვილი - კონტაქტები გვაქვს ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კავშირი, არაფერს ვკარგავთ ჩვენ -კაია კალასს არ შევხვედრივარ და შეხვედრის არც დიდი სურვილი მაქვს

ეს წელი იყო წარმატებული. კონტაქტები გვაქვს ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კავშირი, არაფერს ვკარგავთ ჩვენ -კაია კალასს არ შევხვედრივარ და შეხვედრის არც დიდი სურვილი მაქვს ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, შეუძლია სტაბილური ეკონომიკური განვითარება და პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი.

„იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რა გამოწვევებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, რა გამოწვევებიც იყო გეოპოლიტიკურად და ქვეყნის შიგნით, რამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა საგარეო სამსახურსაც, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, შეუძლია სტაბილური ეკონომიკური განვითარება, პარტნიორებთან აქტუალურ საკითხებზე საუბარი, შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს წელი იყო წარმატებული.

კონტაქტები გვაქვს ყველასთან, ვისაც სურს საქართველოსთან კავშირი, არაფერს ვკარგავთ ჩვენ. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ასე გავაგრძელებთ ბრძოლას“,-აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კომუნიკაცია აქვთ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან.

„კომუნიკაციაც გვაქვს ძალიან ბევრთან. კაია კალასს არ შევხვედრივარ და შეხვედრის არც დიდი სურვილი მაქვს. გადაწყვეტილებებს, როგორ იღებს, რამდენად იღებს, ეს ცალკე საკითხია ვის ემსახურება გადაწყვეტილებები, რასაც იღებს. ჰკითხეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რამდენად კმაყოფილები არიან კაია კალასის მოქმედებებით და გადაწყვეტილებებით“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს