მაკო გომური - პროკურატურიდან დამირეკეს, გახარიას ბრალი განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადავუკვალიფიცირეთ და ახალი დაზარალებულის ცნობა გექნებაო

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გიორგი გახარიასთვის ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ დაზარალებულად ხელახლა ცნობენ.

„პროკურატურიდან დამირეკეს, გახარიას განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადავუკვალიფიცირეთ და ახალი დაზარალებულის ცნობა გექნება“, - წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს