უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაზე მუშაობს, პირველ შეხვედრას დღეს გამართავს, ამის შესახებ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, უმაღლესი რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველი, ონლაინ შეხვედრა შუადღისთვისაა დაგეგმილი. სამუშაო ჯგუფში უკვე დაახლოებით 60 ადამიანია გაერთიანებული, თუმცა მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო ჯგუფის წევრობის სტატუსი, მაგრამ აქვთ მონაწილეობის შესაძლებლობა.

კორნიენკოს განმარტებით, სამუშაო ჯგუფში შედიან თითოეული საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის ორ-ორი წარმომადგენელი, ასევე ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან 10-მდე ადამიანი და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, პირველი შეხვედრა ორი ძირითადი ბლოკისგან შედგება.

„პირველი ბლოკი ორგანიზაციული ხასიათისაა. განვიხილავთ, თუ როგორ ვიმუშავებთ შემდგომში. კერძოდ, მაქვს იდეა, შევქმნათ თემატური ქვეჯგუფები და იქ უფრო პროფესიონალური ტექნიკური დისკუსიები გავმართოთ, შემდეგ კი ეს ყველაფერი უფრო დიდ ჯგუფში განვიხილოთ და საბოლოოდ შევაჯამოთ“, - განაცხადა კორნიენკომ.

უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, მეორე ნაწილის დროს, სამუშაო ჯგუფის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზენტაციას მოისმენენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები მოამზადებენ მიმოხილვით პრეზენტაციას, სადაც წამოჭრიან ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს არჩევნებში საომარი მდგომარეობის დროს და ომისშემდგომ არჩევნებში. შემდეგ კი გავცვლით მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ ამ პრობლემებიდან რომელი შეიძლება გადაწყდეს და როგორ“, - განაცხადა ალექსანდრ კორნიენკომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს