მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში აშშ-ში ვიზიტს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მაღალი ფსონების მოლაპარაკებების გამართვისთვის უახლოეს დღეებში აშშ-ის ფლორიდის შტატში გაემგზავრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Post-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვიზიტი შესაძლოა 28 დეკემბერსაც შედგეს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

ზელენსკიმ დეტალურად აღწერა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გამართული სატელეფონო საუბარი და განაცხადა, რომ ეს იყო სისხლისღვრის შესაჩერებლად საჭირო „ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების“ ღრმა განხილვა.

„გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა. ზოგიერთი დოკუმენტი უკვე მომზადებულია. როგორც მე ვხედავ, ისინი თითქმის მზადაა. ზოგიერთი დოკუმენტი კი სრულად მომზადებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს