„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ახალი კურსი „ბიზნეს პროფაილინგი“ დაემატა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, ვითარდება საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა, რომელსაც ახალი კურსი, ბიზნეს პროფაილინგი დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ, ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების პროცესები გააუმჯობესონ.

ბიზნესკურსით მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორგამოიყენონპროფაილინგიკომუნიკაციის, მართვისადამოლაპარაკებებისპროცესში;
  • როგორგაიმარტივონყოველდღიურისამუშაოპროცესიადამიანურფაქტორებზედაკვირვებით.

კურსს უძღვება მარიამ კვარაცხელია - კლინიკური ფსიქოლოგი და ჰედვაის აკადემიის დამფუძნებელი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს