თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთმა თურქეთს აკუიუს ატომური ელექტროსადგურის დასაფინანსებლად 9 მილიარდი დოლარი გამოუყო

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, რუსეთმა სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია „როსატომის“ მიერ მშენებარე „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსება გამოყო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ანკარა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას 2026 წელს ვარაუდობს.

„ეს დაფინანსება, სავარაუდოდ, 2026-2027 წლებში იქნება გამოყენებული. აქედან 2026 წლისთვის უცხოური დაფინანსების თვალსაზრისით სულ მცირე 4-5 მილიარდი დოლარი იქნება“, - განაცხადა ბაირაქტარმა.

მისი თქმით, თურქეთი სინოპის პროვინციასა და თრაკიის რეგიონში ბირთვული პროექტების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან და დასძინა, რომ ანკარას „ყველაზე კონკურენტუნარიანი შეთავაზების“ მიღება სურს.

მინისტრის განმარტებით, თურქეთს სურს ატომური ენერგიის წარმოება საკუთარ ტერიტორიაზე და მიზნების შესახებ მკაფიო ციფრების წარდგენას გეგმავს.

მისივე თქმით, თურქეთი საუდის არაბეთის ACWA Power კომპანიასთან 5000 მეგავატიანი მზის ენერგიის პაკეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ამ ხელშეკრულებას 2026 წლის პირველ კვარტალში დავასრულებთ, პირველ ეტაპზე 2000 მეგავატზე. ვსაუბრობთ 2000 მეგავატიანი მზის ენერგიის პროექტზე; 1000 მეგავატზე სივასში, ათასზე ტასელიში“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, „როსატომი“ თურქეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურს მერსინის პროვინციაში, აკუიუში აშენებს 2010 წელს ხელმოწერილი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების საფუძველზე. სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წელს იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო