დაკავების შემდეგ ბაჩოს წინ ჩამატარეს ხელკავით. უბრალოდ გადაძახილი გვქონდა ერთმანეთთან „მიყვარხარ”. ეს იყო ერთადერთი სიტყვა, რაც მოვახერხე და იქ გაგვაჩუმეს, არ შეიძლებაო,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნადარეიშვილი სუს-ის მიერ თავდაპირველად მის დაკავებასაც, მეუღლეზე ფიქოლოგოური ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებს.
„რა თქმა უნდა, ჩემი დაკავება ფრსიქოლოგიური ზეწოლა იყო ბაჩოზე ან მერე გამოშვება რა იყო.
რომ დამაკავეს, ვითხოვდი განმარტებას, რისთვის დამაკავეს. არაფერს მეუბნებოდნენ მუხლის გარდა, მიმეორებდნენ 225-ეს პირველი ნაწილი, მეტი არაფერი ვიცი. ადვოკატს ვითხოვდი რომ გამეგო, რაზე ვიყავი დაკავებული და ის არ შემოუშვეს"- განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, სუს-ში მიყვანისას მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.
„არანაირი კითხვა არ დაუსვამთ. თავიდანვე ველოდებოდი ადვოკატს, მის შემოსვლას და მერე გავცემდი კითხვებს პასუხს. როცა დამირეკეს და მითხრეს, დამატებითი კითხვები გვაქვსო, მე თვითონაც მაინტერესებდა, რა კითხვები ჰქონდათ და საერთოდ, რაზე ვიყავი დაკავებული. რაც შეეხება დაკავების შემდეგ ბაჩოსთან კომუნიკაციას, ბაჩოს წინ ჩამატარეს, ხელკავით. უბრალოდ გადაძახილი გვქონდა ერთმანეთთან "მიყვარხარ". ეს იყო ერთადერთი სიტყვა , რაც მოვახერხე და იქ გაგვაჩუმეს, არ შეიძლებაო.
ჩვენ სამი წელი ემიგრაციაში ვიყავით. როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი სიდუხჭირის გამო არის ქვეყნიდან წასული, ჩვენც ასე ვიყავით. ჩვენი ერთადეთი სახლი რაც გვაქვს და სადაც ვცხოვრობთ, ერთხელ უკვე აუქციონზე იყო გატანილი, ბანკს ვთხოვეთ და რაღაც სახით გადავავადეთ. უბრალოდ, სახლ-კარის გარეშე დავრჩებოდით. აქ შანსი არ არის რომ სამასახური ვიშოვოთ ან მე ან ბაჩომ. ამიტომ, ემიგრაციაში ვიყავით და როგორც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. აქედან გამომდინარე, მოუწია ბაჩოს იგივე ნაბიჯის გადადგმა, რომ შვილებისთვის საჭმლის ფული ჰქონოდა. ქვეყნის დატოვებას მე არ ვაპირებდი იმიტომ, რომ დედა მყავს ორთოპაციენტი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა და იმიტომ ჩამოვედი. ჩემი ძმა გარდაიცვალა და დედას ვერ ვტოვებ, მეტი აღარავინ მყავს. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ წასვლას კვლავ პოლონეთში, სადაც ვიყავით და სადაც ვმუშაობდით. არ გაუშვეს საზღვარზე, დაახლოებით სამი კვირის წინ.". განაცხადა ნადარეიშვილმა.