„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გააგზავნა.

კერძოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, სამივე მათგანი სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი), პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებისა (მე-8 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევას ეხება.

„სტრასბურგის სასამართლოში ამჯერად ჩვენ ვიცავთ დიპლომატსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს - ალექსი პეტრიაშვილს, ჟურნალისტ ნათია გოქსაძეს და მხატვარ ლევან მარგიანს. სამივე მათგანი ივანიშვილის მიერ კონტროლირებულმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პეტრიაშვილს და გოგსაძეს სახდელის სახით 5000 ლარი დაეკისრა, ხოლო ლევან მარგიანს 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ცნობილია, უკანასკნელი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ხუთი სხვადასხვა პაკეტი მიიღო, რითაც არსებითად მოსპო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - შეკრების თავისუფლება, რომელსაც განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია.

ღრმად გვწამს, რომ სამართალი საბოლოო ჯამში იზეიმებს და სტრასბურგის სასამართლო სამივე ჩვენი თანამოქალაქის დარღვეული უფლებებისათვის ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხს აგებინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს