დარწმუნებული იყოს თითოეული მათგანი, ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ამ დესტრუქციაში და უბინძურეს სცენარში, რომელიც ბატონი ახალაიას თამადობით ხორციელდებოდა, რომ ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა „სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ახალაიას შორის“.
„თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის.
ეს მართლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ურთულესი ოპერაცია და გამოძიებაა მსოფლიო მასშტაბითაც. ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით მათ, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, რამდენად რთულია ამ თემის გაშიფვრა, როდესაც ინტერნეტაპლიკაციას და დახურულ ქსელებს ეხება გამოძიება....
ასევე, დადასტურდა, რატომ ხდებოდა ბატონი ახალაიას სახლში კონსპირაციული შეკრებები, რატომ იყო მისი მეუღლე ორი თვით ადრე ამ რევოლუციური სცენარის კამპანიით დაკავებული.
გახსოვთ, როდესაც პირველ გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები, უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ რა კომენტარები გააკეთეს. თურმე, არ უნახავთ 4 ოქტომბერს ძალადობა. როდესაც რამდენიმე დღეში, პირდაპირ ეთერში საგამოძიებო უწყებიდან გასვლის შემდეგ ასეთ უტიფრობა განცხადებას აკეთებ, ეს ხომ მეტყველებს ყველაფერზე, მორალურ სახეზე”, - განაცხადა კირცხალიამ.