ირაკლი კირცხალია - ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული - რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიას, თუ იქნება კითხვები, კომისიაზე მოუწევთ მოსვლა

მათი [ოპოზიციის] ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული - დადასტურდა, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციონერებს „საკუთარი მერკანტილური, აგენტურული პოლიტიკური ვნებები და მიზნები“ აინტერესებთ.

„მინდა საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს მივცე პირობა, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე, ერთ-ერთი პირველი საკითხი კომისიის შექმნა იქნება და საზოგადოება მოისმენს და დაინახავს იმ რეალურ გამოწვევებს, რომელიც ამ ფასდანამატებისა და არარეალურად მაღალი ფასების ირგვლივ არსებობს.

ოპოზიციის განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ რეალურ მიზნებზე. არაფერს ვამბობ იმ სახელ და გვარებზე, რომლებიც დგანან უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიების უკან. იმის შიშით, რომ არ გამომჟღავნდეს ვინ იქცევა არაკეთილსინდისიერად, ამათი [ოპოზიციის] რეალური სახე ვნახეთ. ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. ამ თავიანთი განცხადებით, ამ მოღალატეების განცხადებით დასტურდება, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური, აგენტურული პოლიტიკური ვნებები და მიზნები. გამოჩნდა თუ რა პოპულიზმით იყვნენ დაკავებულები, როდესაც პრემიერის განცხადებიდან ერთ წუთში დადგნენ მაღალი ფასების მხარეს.

რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას და იმ ორმაგ სტანდარტებს, რითაც ეს აგენტურა მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში, თუ იქნება კითხვები, კომისიაზე აუცილებლად მოუწევთ მოსვლა“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა