ენერგოეტიკეტირების წესებთან დაკავშირებით „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში განხილული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და ზოგიერთი ინდუსტრიული დანადგარის ენერგოეტიკეტირების წესები.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის დადგენილება 2024 წლის 3 ოქტომბერს დამტკიცდა, რომლის თანახმად განისაზღვრა ცალკეული პროდუქტების ენერგოეტიკეტირების ვალდებულება. კერძოდ, ვალდებულება ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: ელექტრონული ეკრანები (ტელევიზორები, მონიტორები და ა.შ.), პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერები, საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულები, ასევე სამაცივრო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანები, სინათლის წყაროები (ნათურები, სანათები, პროჟექტორები და ა.შ.), საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანები და ჰაერის კონდიციონერები.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრი კომპანიები დროულად და სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებული ახალი რეგულაციების შესახებ. მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიან დიალოგს, ამცირებს გაურკვევლობებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ენერგოეტიკეტირების ახალ მოთხოვნებს წინასწარ და სწორად მოერგონ”,- განაცხადა, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

მათივე ინფორმაციით, დადგენილი წესები ძალაში 2025 წლის 31 დეკემბრიდან შედის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს