სახალხო დამცველის აპარატი - ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობის საცხოვრებელი კორპუსები ამორტიზებულია, დასახლებაში არაა ბუნებრივი აირი, ცენტრალური წყალარინებისა და გათბობის სისტემა და მოსახლეობა წლებია ძველი 24 კორპუსის ნაცვლად ახალი საცხოვრებლის აშენებას ითხოვს.

„მოსახლეობის თქმით, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდნენ, თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მოსახლეობა, ასევე განსაკუთრებით გამოყოფს სოფლის სკოლის მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და ითხოვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება მიეცეთ იმ ბავშვებს, რომლებიც მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ.

სახალხო დამცველი აგრძელებს საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგს და მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობასა და სოციალურ საკითხებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს