საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„ის იყო შესანიშნავი მკვლევარი და სამართალმცოდნე, ადამიანი დაჯილდოებული შესაშური პედაგოგიური ნიჭითა და უნარებით, რომლის ძალისხმევაც იყო ფასდაუდებელი მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში და რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფუძნებაში. ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება, გვყოლოდა ასეთი კოლეგა, მეგობარი - გამორჩეული პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით, თავისი უნივერსიტეტის, თანამშრომლებისა და სტუდენტების სიყვარულით. წლები ვერასოდეს წაშლის ჩვენი მეხსიერებიდან მის ხსოვნას, მისი ფოტო კი, ამიერიდან, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა და პედაგოგთა გალერეაში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს“, - ამ სიტყვებით გაიხსენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი და მეცნიერი, სამართლის დოქტორი, აკადემიური საბჭოს ყოფილი წევრი - ალექსანდრე ტალიაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, ასევე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ-მასწავლებლებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ღვაწლისადმი პატივის მისაგებად, მისი ფოტოსურათი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სტუ-ის ღვაწლმოსილ მეცნიერთა და პედაგოგთა გალერეაში განთავსდა.

ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ასევე, საუნივერსიტეტო საზოგადოების მიწვევით - ალექსანდრე ტალიაშვილის მეუღლე, შვილები, ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი მოწაფეები.

პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს და მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ყურადღება გაამახვილეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მამუკა გიორგაძემ, პროფესორებმა - შენგელი ფიცხელაურმა, გივი ლობჟანიძემ, ანზორ აბრალავამ, ნიკა ფიფიამ, მირანდა გურგენიძემ, თამაზ ურთმელიძემ, ასევე, ალექსანდრე ტალიაშვილის აღზრდილმა სპეციალისტებმა და მკვლევრებმა.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, პროფესორი ალექსანდრე ტალიაშვილი იყო გამორჩეული მკვლევარი, ერუდირებული სამართალმცოდნე, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობდა თავის სფეროში; სხვადასხვა დროს ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობებს იკავებდა. მის სამეცნიერო ნაშრომებს, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის პროფესიონალთა მომზადების მხრივ. კოლეგების თქმით, ალექსანდრე ტალიაშვილი თავისი ცხოვრებისეული პრინციპებითა და საქმისადმი ერთგულებით ნათელი მაგალითია თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, რაც მისი ხსოვნას კიდევ უფრო პატივსაცემს ხდის.

პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის მეუღლემ და ოჯახის წევრებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ალექსანდრე ტალიაშვილის ღვაწლის დაფასებისთვის, იმ გულწრფელი პატივისცემისა და სიყვარულისთვის, რაც მათი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის მნიშვნელობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სინამდვილეში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა