ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში ნორმალურ პირობებშია, პრეტენზია არ გამოუთქვამს, საკანში მარტო ზის - შემდეგ სასამართლო პროცესზე მისვლას აუცილებლად აპირებს

პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს მომდევნო პროცესზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ნორმალურ პირობებში იმყოფება.

„გრიგოლ ლილუაშვილთან ვიმყოფებოდი საპატიმრო დაწესებულებაში. ნორმალურ პირობებშია, პრეტენზია ნამდვილად არ გამოუთქვამს. საქმის მასალებს ეცნობა. შემდეგ სასამართლო პროცესზე მისვლას აუცილებლად აპირებს. საქმე თებერვალში არის ჩანიშნული, მანამდე არ მგონია სასამართლო იყოს, თუ რამე არ შეიცვალა. შემდეგ პროცესზე კი აუცილებლად მივა და რა თქმა უნდა, თავისი პოზიცია ექნება. საკანში მარტო ზის, ჯერჯერობით ასეა“, - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს