ბაჩო ახალაიას ადვოკატი - თუ კონკრეტულად არგუმენტი, მტკიცებულება, შეტყობინება, ან საუბრის ჩანაწერი აქვთ, გაასაჯაროონ და ანახონ საზოგადოებას - სუს-ს სრულიად უსაფუძვლო არგუმენტი გააჩნია და ბრალდებაც უარგუმენტო იქნება

რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან მოვისმინე, იქ რაიმე დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახე. თუ კონკრეტულად რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება, შეტყობინება, ან საუბრის ჩანაწერი აქვთ, კი ბატონო, გაასაჯაროონ და ანახონ საზოგადოებას , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მედიას განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე წუთში წარუდგენენ.

გოროზიას თქმით, სუს-ს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია რომ ჰქონოდა, არც მოსამართლის განჩინების მიღება გაუჭირდებოდა და არც მტკიცებულების გასაჯაროება.

„საქმის მასალებთან წვდომა ამჟამად არ მაქვს, ვინაიდან, ბრალის წარდგენა ხდება 19:30 საათზე, გამომძიებელთან შეთანხმებულები ვართ, რომ შევიდეთ ბაჩოსთან და, შესაბამისად, გადმოგვეცემა საქმის მასალები და ვნახავთ, რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რაც მოვისმინე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან, მანდ რაიმე დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახე. თუ კონკრეტულად რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება, შეტყობინება ან საუბრის ჩანაწერი აქვთ, კი ბატონო, გაასაჯაროონ და ანახონ საზოგადოებას. ეს არის ვარაუდი და ვარაუდი არ შეიძლება ბრალდების საფუძველი იყოს.

გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ, უშუალოდ რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და, შესაბამისად, შემდეგ გავაკეთებ ამაზე განმარტებებს.

რაც შეეხება კომუნიკაციას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან ჰქონდეს კომუნიკაცია. ან გაკავშირებდეს ნაცნობობა, ან მეგობრობა ან ნათელ-მირონობა. ეს არ შეიძლება იყოს დანაშაული და (ბაჩო ახალაია) მივიჩნიოთ დანაშაულის ჩამდენ პირად. კონკრეტულად რაიმე ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, არც მოსამართლის განჩინების მიღება გაუჭირდებოდათ და არც მტკიცებულების გასაჯაროება. ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ამ ვარაუდზე გაკეთდა განცხადება. ვფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლო არგუმენტი გააჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ბრალდებაც ასევე უსაფუძვლო და უარგუმენტო იქნება“ - აღნიშნა გოროზიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს