გიორგი სიორიძე - ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში - სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს

არ შეიძლება ფასების შემცირება იყოს „ქართული ოცნებისთვის“ მიზანი, ეს არის ძალიან ბინძური პროპაგანდისტული დაგეგმვით გათვლილი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, ფასების სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“.

„გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები თითოეულ მოქალაქეს ეხება, ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე, რომ ქვეყანაში ასეთი ძვირი ფასებია. ჩვენმა საზოგადოებამ რომ იცოდეს, ფასწარმოქმნა არის მრავალკომპონენტიანი და ფასების სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“.

სახელმწიფოს არანაირი ბერკეტი არ აქვს იმისა, რომ დაავალდებულოს ბიზნესი კონკრეტული მოგების მარჟის შემცირებაზე. ერთადერთი,რაშიც სახელმწიფომ შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს, ეს არის გადასახადის შემცირება. დადგენილი გადასახადების გაზრდა კონსტიტუციითაა აკრძალული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი შემცირება არ შეუძლიათ. მაგალითად დღგ არის 18% და სახელმწიფოს იმ მიზნით, რომ მომხმარებლისთვის გაიაფდეს ფასები, შეუძლია შეამციროს ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა ხორცი, ბოსტნეული და სხვა. თუ ფასებზე ზრუნავენ, შეუძლიათ საწვავის გადასახადი შეამცირონ იმგვარად, რომ 2017 წელს გაორმაგებული აქციზის გადასახადი კვლავ დააყენონ 2017 წლის ნიშნულზე“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს