ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, რომ ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, რომ ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმედოვნებს, რომ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ომის დასრულების ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწევს.

გამოცემასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს კვლავ მოითხოვს, რაზეც უკრაინელი ხალხის თანხმობა იქნება აუცილებელი.

ზელენსკის განცხადებით, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები ახლავს თან, ამიტომ, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მინიმალურ აუცილებლობას წარმოადგენს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მზად არის თუ არა რუსეთი, რომ ტრამპის გეგმას დაეთანხმოს.

„გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის მხოლოდ ლიდერების სიტყვები მინდა დავიჯერო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს