პოლიციამ გარდაბანში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი გარდაბანში, საცხოვრებელ სახლებში, სხვადასხვა დროს, ქურდობის მიზნით შევიდა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტექნიკას ფარულად დაეუფლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი - 1992 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული, გარდაბანში, საცხოვრებელ სახლებში, სხვადასხვა დროს, ქურდობის მიზნით შევიდა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტექნიკას ფარულად დაეუფლა.

ჩადენილი დანაშაულებისთვის ფ.ა.-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს