ანი ნადარეიშვილი - როცა ჩვენთან  რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი გადიოდა სადარბაზოდან,  წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ ისე, რომ არავინ არ იცოდა ადგილსამყოფელი - ყველა „ქოცს“ გისურვებთ, იგივე გაიაროთ!

ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი, დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მობილურ ტელეფონზე დედის ზარი შედიოდა, მას არ აპასუხებინეს.

„იმ წუთებში, როცა ჩვენთან რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი, დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი. მის ტელეფონზე განუწყვეტლივ შედიოდა დედამისის ზარი და ბავშვს არ აპასუხებინეს დედისთვის, თუნდაც, ორი სიტყვით ეთქვა, რომ ცოცხალი იყო. ყველა „ქოცს“ გისურვებთ იგივე გაიაროთ!“, - წერს ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს